ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

აღსრულების ეროვნული ბიურო: ,,ლელო” ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა


აღსრულების ეროვნული ბიურო: ,,ლელო” ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა

აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, "ლელო საქართველოს" ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა. "გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ,,ლელო საქართველოს" მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და ,,ლელო საქართველოს" ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა. კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით. სააღსრულებო საქმისწარმოება, სასამართლო ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თანაბარი კანონზომიერებით მიმდინარეობს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, ასევე იმ საქმეებში, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო უწყებები",_ აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

სიახლე წამოღებულია gurianews.com დან



მსგავსი სიახლეები

მარადი მზეთუნახავი
  • სექტემბერი 11, 2017
მარადი მზეთუნახავი
ყველა უფლება დაცულია