- მაისი 29, 2025
ჩოხატაურში 1-ლი ბაგა-ბაღი 2 კვირით დაიხურა
- ნოემბერი 15, 2021
- , ფინანსები
ჩოხატაურში 1-ლი ბაგა-ბაღი 2 კვირით დაიხურა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ა(ა)იპ სსს ,,მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. კოვიდინფიცირების შემთხვევა საბავშვო ბაღის 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. რაც შეეხება სხვა საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას, სააღმზრდელო პროცესი იანეულის და კოხნარის საბავშვო ბაღებში განახლდა. ბარამიძის ინფორმაციით, დღეს საბავშვო ბაღებში 189 აღსაზრდელი მივიდა.