ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კობახიძე: ეს არის ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა კანონმდებლობაში


კობახიძე: ეს არის ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა კანონმდებლობაში

ეს არის სრული ე.წ. ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. პრემიერის თქმით, ეს ტყუილია და კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება არ შესულა. „ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ გარკვეულ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ წაკითხულის თუ მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაკითხულს. ამ შემთხვევაში ეს არის სრული ე.წ .ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა ყოველგვარი საბაბის გარეშე", - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის განცხადების ტექსტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

მარადი მზეთუნახავი
  • სექტემბერი 11, 2017
მარადი მზეთუნახავი
ყველა უფლება დაცულია