ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა


მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა

უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა. "რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს. ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222",_ აცხადებენ მერიაში.



მსგავსი სიახლეები

მარადი მზეთუნახავი
  • სექტემბერი 11, 2017
მარადი მზეთუნახავი
ყველა უფლება დაცულია