- მაისი 29, 2025
ნატო-ს სამიტზე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ
- ივნისი 22, 2025
- , ფინანსები
ჰააგაში, მომავალ კვირაში გასამართ სამიტზე, არ შედგება სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ სიტუაცია უკრაინაში _ ამის მთავარი მიზეზი გახდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეცვლილი გრაფიკი _ იუწყება Politico და ამბობს, რომ ეს აშშ-სთვის დათმობაა _ ვაშინგტონი არ არის დაინტერესებული, მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ომს, რომლის დასრულებაც, მიუხედავად ბევრი დაპირებისა, ტრამპმა ვერ შეძლო. გამოცემის ინფორმაციით, სამიტზე დღის წესრიგი შეკვეცეს _ ჰააგაში გაიმართება მხოლოდ მისასალმებელი ვახშამი სამეფო ოჯახთან და ალიანსის ერთი სხდომა.