ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ნინო წილოსანი: ფაქტობრივად ზურაბიშვილმა ნეომიშისტური მიმდინარეობა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა დააანონსა


ნინო წილოსანი: ფაქტობრივად  ზურაბიშვილმა ნეომიშისტური მიმდინარეობა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა დააანონსა

პრეზიდენტმა ქვეყანაში „ნეომიშისტური მიმდინარეობა“ დააანონსა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნების განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უკვე ყოველდღიურ რეჟიმში არის გასული თავისი საკონსტიტუციო ჩარჩოდან, თავისი გადაწყვეტილებით, რომ ხელმძღვანელობს ოპოზიციას „ფაქტობრივად ნეომიშისტური მიმდინარეობა დააანონსა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა, თუმცა, ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი დადიოდა საზღვარგარეთ და არწმუნებდა ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველომ გააგრძელა ევროპული სვლა და გააგრძელებს“, - განაცხადა წილოსანმა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

მარადი მზეთუნახავი
  • სექტემბერი 11, 2017
მარადი მზეთუნახავი
ყველა უფლება დაცულია