ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთის საკრებულო: უკრაინაში დაღუპულ მეომრებს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს


ოზურგეთის საკრებულო: უკრაინაში დაღუპულ მეომრებს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა. საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, ვიდრე დღის წესრიგს გააცნობდა საკრებულოს წევრებს, სიტყვით მიმართა სხდომის მონაწილეებს, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ სამი ქართველი მეომრისთვის, რომლებიც გმირულად დაეცნენ უკრაინაში. ცნობისთვის, დარბაზში გამოფენილი იყო საქართველოს სახელმწიფო დროშა, ევროკავშირის დროშა და მათ გვერდით კი გამოფინეს უკრაინის სახელმწიფო დროშა. „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრ დეპუტატებს კი უკრაინის დროშის ფერებში წარმოდგენილი პირბადეები ეკეთათ.



მსგავსი სიახლეები

მარადი მზეთუნახავი
  • სექტემბერი 11, 2017
მარადი მზეთუნახავი
ყველა უფლება დაცულია