ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ


ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის ბ ჯგუფში ოთხივე მატჩი მოიგო და 12 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. საცურაო კომპლექს „ოლიმპიკში“ ქართველმა წყალბურთელებმა ბელარუსი 17-10, სლოვაკეთი 17-7, ლიეტუვა 20-8 და მოლდოვა 27-7 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ლიეტუვასთან მოგებული მატჩის შემდეგ გაიფორმეს. შეგახსენებთ, რომ ევროპის წინა ჩემპიონატს 2019 წელს საქართველომ უმასპინძლა. თბილისში გამართულ ევროპირველობაზე ჩვენმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა.



მსგავსი სიახლეები

მარადი მზეთუნახავი
  • სექტემბერი 11, 2017
მარადი მზეთუნახავი
ყველა უფლება დაცულია