ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო – ოზურგეთელი სპორტსმენების წარმატება მძლეოსნობაში


სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო – ოზურგეთელი სპორტსმენების წარმატება მძლეოსნობაში

22 - 24 მარტს თბილისში მძლეოსნობაში ღია ახალგაზრდული ჩემპიონატი ( 2007- 08- 09 წლებში დაბადებულთა შორის ) გაიმართა. ჩემპიონატზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული მძლეოსნობის სექციის ახალგაზრდა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იპარეზა. ოზურგეთელმა სპორტსმენებმა შეჯიბრზე საუკეთესო შედეგები ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში აჩვენეს, საერთო ჯამში კი შინ 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო წამოიღეს. პირველი ადგილი დაიკავეს: გიორგი პაკელიანი ( ბირთვის კვრა 5კგ, შედეგი 15მ 15სმ). გიორგი პაკელიანი ( ბადროს ტყორცნა 1კგ 500გ, შედეგი 46 მეტრი 21სმ). ანი მგელაძე ( ბირთვის კვრა 3 კგ, შედეგი 9 მეტრი 72 სმ); მეორე ადგილის გამარჯვებულები გახდნენ: ანი მგელაძე ( ბადროს ტყორცნა 1კგ შედეგი 26 მ 20 სმ); ელენე ძიძიგური ( ბირთვის კვრა1კგ, შედეგი 9მ19 სმ). მესამე ადგილი კი დაიკავეს: დავით ხელაძე 400 მ; ქეთევან მდინარაძე 300 მ; ბექა მჭედლიშვილი 200 მ; ლიზი ლომაძე 100 მ. ოზურგეთელთა გუნდი ასპარეზობისთვის მწვრთნელმა მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.



მსგავსი სიახლეები

მარადი მზეთუნახავი
  • სექტემბერი 11, 2017
მარადი მზეთუნახავი
ყველა უფლება დაცულია