ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სანდრო რაქვიაშვილი – ჩვენ 14 ოქტომბრის აქციას არ შევუერთდებით


სანდრო რაქვიაშვილი – ჩვენ 14 ოქტომბრის აქციას არ შევუერთდებით

ჩვენ ამ აქციას არ შევუერთდებით და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობა ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, _ ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. „მგონი, თვითონ არ იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოდიოდა და სიტუაციურად რეაგირებენ. პრიორიტეტებს არჩევენ ხან ზუგდიდში და ხან თბილისში. მე მზად ვარ, ვიბრძოლო უკეთესი სასამართლოსა და რეფორმებისთვის, რომელიც ასეთ პრობლემას მოაგვარებს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე პირადად უნდა ვიბრძოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებისთვის. ჩვენ ამ აქციას არ შევუერთდებით და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობა ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, - განაცხადა რაქვიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

მარადი მზეთუნახავი
  • სექტემბერი 11, 2017
მარადი მზეთუნახავი
ყველა უფლება დაცულია