- მაისი 29, 2025
შალვა პაპუაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
- ოქტომბერი 26, 2024
- , ფინანსები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა კრწანისის რაიონში, # 72-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.