- მაისი 29, 2025
სრულიად შიშველი რუსი ინდონეზიის ეროვნულ მონუმენტზე აძვრა
- მაისი 02, 2025
- , ფინანსები
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, რუსეთის 36 წლის მოქალაქემ, სახელად ვიქტორმა, სკანდალი მოაწყო _ ის სრულიად შიშველი აძვრა ქვეყნის მთავარ ეროვნულ მონუმენტზე და ინდონეზიის ერთ-ერთ სიმბოლო Monas-ზე. ამის შესახებ 24tv.ua იუწყება _ როგორც გამოცემა წერს, ინდონეზიის პოლიცია შოკირებული იყო. თვითმხილველთა თქმით, სრულიად შიშველი მამაკაცი ჯერ ჯაკარტის თავისუფლების მოედანზე შევარდა, შემდეგ კი მონუმენტზე აცოცება დაიწყო. თუმცა, პოლიციის დანახვაზე მან გაქცევა სცადა, თუმცა, სამართალდამცავებმა ის ადგილზე დააკავეს. დაკავებისას რუსმა მამაკაცმა თქვა, რომ მას ძლიერი დეპრესია აქვს და დეპრესიაშია. პოლიციელებმა მას მისცეს ტანსაცმელი, აჭამეს, უფლება მისცეს, შხაპი მიეღო და დაესვენა, შემდეგ კი საემიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს.