ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უკანონო თევზჭერის ფაქტები გურიაში


უკანონო თევზჭერის ფაქტები გურიაში

უკანონო თევზჭერის ფაქტები გურიაში - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევები დაბა ურეკში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. "ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში დაახლოებით 3000 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, საბურავებისგან დამზადებული 10 ერთეული თევზმახე, ე.წ. ოჩხი, 9 ერთეული ე.წ. გოდორი და 4 ერთეული ხოლიხი ტიპის ბადე. პრევენციული ღონისძიებები გატარდა დედაქალაქში - თბილისის ზღვაზე და რეგიონებში: დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალის წყალსაცავზე და ბაზალეთის ტბაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე; ფოთში ზღვის სანაპიროზე, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მდინარეებზე - რიონზე, ხობისწყალზე, ცივსა და ენგურზე; დაბა ქობულეთში, დაბა ურეკში, ხელვაჩაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მდინარეებზე - კინტრიშზე, ჭოროხსა და სუფსაზე; ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მდინარე მტკვარზე და დაბა სურამის მიმდებარე ტბაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია",_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.



მსგავსი სიახლეები

მარადი მზეთუნახავი
  • სექტემბერი 11, 2017
მარადი მზეთუნახავი
ყველა უფლება დაცულია