ფინანსები
"ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ტრანსპორტი, რომელიც 5 საათის მერე აღარაა, რის გამოც მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლებთან ან დამატებით წრეებზე დადიან ლანჩხუთში სოფლებიდან ან თუნდაც ის ადამიანები, რომლებსაც სამუშაო 5-6 საათზე უმთავრდებათ, სახლში ვერ მიდიან! რაც შეეხება "მარშრუტკებს", რომლებიც მიდიან ბათუმის, ფოთის მიმართულებით, არ მიჰყავთ ახლო მცხოვრები ადამიანები", _ პრობლემაზე, რომელიც ბევრი წელია, ლანჩხუთის მოსახლეობას აწუხებს, აქცენტს სოციალურ ქსელში მარიამ კუკულაძე აკეთებს