- მარტი 28, 2025
“დამეხმარეთ,ჩემს შვილთან ვიყო”- ჩვილის მკვლელობაზე ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა
- თებერვალი 17, 2022
- , პოლიტიკა
ფოთის საქალაქო სასამართლომ ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დედა პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა,თუმცა მოსამართლემ, დავით გელაშვილმა შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ,,დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან ვიყო ,"- განაცხადა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა. ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. იმ შემთხვევაში,თუ დ.კ-ს ბრალი დაუმტკიცდა,მას 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად,ხელოსანი გამოიძახეს. [sexy_author_bio]