- მარტი 28, 2025
“დარჩით თავშესაფარში” _ რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
- ივლისი 07, 2022
- , პოლიტიკა
უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში, რუსმა ოკუპანტებამა სარაკეტო თავდასხმა კრამატორსკის ცენტრზე განახორციელეს. ამის შესახებ იტყობინება რეგიონული წარმომადგენელი. კრამატორსკის მერის თქმით, ქალაქზე თავდასხმის შემდეგ არის მსხვერპლი. „ჩვენ ვიკვლევთ შედეგებს, სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, _ განაცხადა ოლექსანდრ ჰონჩარენკომ Telegram-ზე. დარჩით თავშესაფარში, საფრთხე არ დასრულებულა“, - დასძინა მან. ცნობისთვის, აღმოსავლეთში კონტროლისთვის ბრძოლა გამძაფრდება და რუსული ძალები დონეცკში განახლებული თავდასხმისთვის ემზადებიან, ასობით და ათასობით ადამიანს უკრაინელი ოფიციალური პირები მოუწოდებენ რეგიონის ევაკუაციისკენ . „რუსეთმა დონეცკის რეგიონი გადააქცია ცხელ წერტილად, სადაც სახიფათოა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დარჩენა“, - განაცხადა დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ ოთხშაბათს ტორეცკში სარაკეტო დარტყმის კომენტირებისას. „ყველას მოვუწოდებ ევაკუაციისკენ. ევაკუაცია გადაარჩენს სიცოცხლეს“, - დასძინა მან. [simple-author-box]