ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“მგონი, ამათ ჰგონიათ, მარტო მხედველობა დავკარგე და თვალი ისევ მაქ” _ მაკო გომური


“მგონი, ამათ ჰგონიათ, მარტო მხედველობა დავკარგე და თვალი ისევ მაქ” _ მაკო გომური

20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც აქციის დარბევის შედეგად თვალი დაკარგა, აცხადებს, რომ დღეს ექსპერტიზის შეკითხვა გადასცეს, სადაც ეკითხებიან, ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა: "მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხოარ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო? პ.ს მგონი, ამათ ჰგონიათ, მარტო მხედველობა დავკარგე და თვალი ისევ მაქ", _ წერს მაკო გომური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია