- მარტი 28, 2025
“ნაციონალური მოძრაობა” თხილისგან მიყენებული ზარალის აღმწერი კომისიის შექმნას ითხოვს
- აგვისტო 10, 2018
- , პოლიტიკა
შევქმნათ საკრებულოში კომისია, რომელიც აღწერს ოზურგეთში თხილისგან მიყენებულ ზარალს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსახლეობას კომპენსაციები მივცეთ, _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ბესო ქათამაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა მისივე თქმით, გურია შიმშილის ზღვარზეა, რადგან თხილის მოსავალი პრაქტიკულად არ არსებობს: _ 270 სიმსივნით დაავადებული ცხოვრობს ოზურგეთში და ისინი წამლის ყიდვასაც ვერ ახერხებენ. შიმშილის ზღვარზეა მთელი რეგიონი და რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, _ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს ბესო ქათამაძემ და ასკანის მოსახლეობის სტუმრობაც შეახსენა, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ. დავით დარჩიას თქმით, ამის შესახებ ყველა საქმის კურსშია და ხელისუფლება საკითხზე მუშაობს.