- მარტი 28, 2025
“პუტინის სტილის” აქცია… _ სალომე ზურაბიშვილი
- აპრილი 29, 2024
- , პოლიტიკა
"პუტინის სტილის" აქცია... საჯარო მოხელეები ავტობუსით თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და "ოცნების" კონტრაქციას ეხმაურება. გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე "რუსული კანონის" წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს "პუტინის სტილის" აქცია: საჯარო მოხელეები ავტობუსით თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!, - წერს ზურაბიშვილი.