ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“რუსეთის თავდასხმის შედეგად 15 რეგიონი დაზარალდა” – უკრაინის პრემიერი


“რუსეთის თავდასხმის შედეგად 15 რეგიონი დაზარალდა” – უკრაინის პრემიერი

რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 რეგიონი დაზარალდა,_ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, იტყობინება Ukrinform. „რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად დღეს 15 რეგიონი დაზარალდა. მტერმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის იარაღი: უპილოტო საფრენი აპარატები, საკრუიზო რაკეტები, „კინჟალი“. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს“, - წერს შმიჰალი. მან აღნიშნა, რომ რუსი ტერორისტების სამიზნე ენერგო ინფრასტრუქტურა იყო. ზარალი რამდენიმე რეგიონშია და უკრენერგო იძულებულია ელექტროენერგია გადაუდებლად შეწყვეტოს სისტემის სტაბილიზაციისთვის.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია