ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“საქართველოს ბანკის” ფილიალში ერთი პირი შეიჭრა და თანხის გატაცება სცადა


“საქართველოს ბანკის” ფილიალში  ერთი პირი შეიჭრა და თანხის გატაცება სცადა

ცოტა ხნის წინ, სენაკში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში ერთი პირი შეიჭრა. "გურია ნიუსის"წყაროს თქმით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გასტაცა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მამაკაცი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა. "ცივი იარაღით იყო და ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ოპერატიულად დაკაავა",-გვეუბნება წყარო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია