- მარტი 28, 2025
“სიცოცხლით გაუმაძღარი პატარა ოქროსგულა დედის იმედი!”…_ დათუნას მასწავლებელი
- დეკემბერი 05, 2021
- , პოლიტიკა
გუშინ, სანზონაში მოკლული 15 წლის ბიჭის, დათუნა კრავეიშვილის მასწავლებელი ლიკა ჩხაიძე სოციალურ ქსელში მომხდარ საზარელ ფაქტს ეხმაურება. "კიდევ ერთი დათუნა! კიდევ ერთი დაჩეხილი 15 წლის ბიჭი! ამჯერად სანზონელი , სიცოცხლით გაუმაძღარი პატარა ოქროსგულა დედის იმედი! ამას გათენება არ ჰქვია! დღეს მზეც ტირის და თვალებს ვერ ახელს... დღეს 15-16 წლის ბიჭები მკვლელებად იქცნენ, რა ვქნათ? მკვდარი და ცოცხალი ყველა ერთად უნდა ვიტიროთ! გესმით, სიმწრისაგან ტირის სამყარო? შევიშალეთ, მართლა შევიშალეთ! ჩაჰკიდეთ შვილებს ხელები და ელაპარაკეთ-სიყვარულზე, მიტევებაზე, კაცობაზე ელაპარაკეთ! მეც, შენც და ყველამ ერთად ველაპარაკოთ! გული გავუთბოთ, თორემ დაგვრჩა ეს ქვეყანა უადამიანოდ. სად ხართ, მამებო? ძვირფასო დედებო! მასწავლებლებო! ქვეყნის ვაი-ჭირისუფალო! გაწყდა ახალგაზრდობა! უკვე აღარ გვყავს კიდევ მერამდენე დათუნა... დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს... ამას გათენება აღარ ჰქვია... ასე არ გათენდება...", _ წერს ლიკა ჩხაიძე.