- მარტი 28, 2025
“სუს-ში მყავს მთელი ოჯახი” _ ახალგაზრდა სუპერმარკეტში შევარდა და იქ მყოფებს თავს დაესხა
- აპრილი 14, 2023
- , პოლიტიკა
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხმარებელი შეიჭრა და კონსულტანტს თავს დაესხა. თავდამსხმელმა კონსულტანტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი ცემაც სცადა. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. "ვინ ვარ იცი შენ?... წადი გაიარე...სუს-ში მყავს მთელი ოჯახი... წადი გაიარე... შენ, პოლიციაში რეკავ შენ? უთხარი, ის ბიჭიაო, შვიდჯერ, რომ არის ნასამართლევი..." - ამბობს თავმსხმელი ახალგაზრდა კაცი. ახალგაზრდა, შსს-მ დააკავა. ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.