ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ტერორში ჰყავთ ამომრჩევლები” _ ხობში არჩევნების პროცესს მერის წარმომადგენელები აკვირდებიან


“ტერორში ჰყავთ ამომრჩევლები” _ ხობში არჩევნების პროცესს მერის წარმომადგენელები აკვირდებიან

"სოფლის რწმუნებული დგას და მარტივად ხედავს მოქალაქის არჩევანს", _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "ახალის " პოლიტიკური საბჭოს წევრი, ია ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს. "პირველი ფოტო, სოფ. პატარა ფოთის #12- ე უბანზე გადაღებულია მეორე ფოტზე ხობის #1 უბანია. ჩაკეცილია საფარი, წინ ხომ უყურებენ, უკან სოფლის რწმუნებული დგას და მარტივად ხედავს მოქალაქის არჩევანს. ტერორში ჰყავთ ამომრჩევლები ამ ნაძირლებს“, _ წერს ჯიშკარიანი. ჩვენ დავუკავშირდით პოსტის ავტორს _ როგორც ია ჯიშკარიანი "გურია ნიუსთან" ამბობს, ხობში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს. "ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავთ ამომრჩევლები. ხალხი არაა დაცული", _ ამბობს ჯიშკარიანი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია