- მარტი 28, 2025
“ვიღაცა ერთობა, დიდი მიწისძვრა იქნებაო, არ აჰყვეთ ჭორს!” – თეა გოდოლაძე
- თებერვალი 12, 2023
- , პოლიტიკა
"სისულელეს ავრცელებენ, დიდი მიწისძვრა იქნება, ვიღაც სეისმოლოგმა, ქურიძემ თქვაო. ამ ქვეყანას სულ 5 სეისმოლოგი ჰყვას. თან ხუთივე ერთმანეთს ვიცნობთ. ქურიძე სეისმოლოგი არ გაგვიგია. მერე, მეტი დამაჯერებლობისთვის, ჭორს ავრცელევენ გოდოლაძემაც თქვაო. არ შეიძლება ხალხის ასეთ დღეში ჩაგდება. ძალიან ცუდი ხუმრობაა ეს!"_ ამ პოსტს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე ავრცელებს. გოდოლაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს: "უმორჩილესად გთხოვთ! არ აყვეთ და ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორს. ვიღაც ერთობა ამ ინბოქსში მესიჯების გზავნით, დიდი მიწისძვრა იქნებაო! არ კეთდება მიწისძვრის პროგნოზი არა!"