ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

C კორპუსი ავარიულია – ილიაუნის ადმინისტრაცია


C კორპუსი ავარიულია – ილიაუნის ადმინისტრაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი ავარიულია და სტუდენტებს უსაფრთხოების მიზნით სწავლის გაგრძელებას სხვადასხვა სივრცეებში გააგრძელებენ. "ძვირფასო სტუდენტებო, ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, უკვე იცის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს (C) აღმოაჩნდა გარკვეული პრობლემები. კერძოდ, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს - ავარიულია. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით, ამ კორპუსში დაგეგმილი ყველა სასწავლო და კვლევითი პროცესი უკვე გადანაწილდა უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში. სწავლას ვიწყებთ 25 სექტემბერს, აუდიტორიებში, შეფერხებების გარეშე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!"_ ნათქვამია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სტუდენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია