ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

FBI-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული 21 წლის კაცი დააკავა


FBI-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული 21 წლის კაცი დააკავა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა,-ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საუბარია, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ-დაიტონში “სამართალდამცავების სანქცირებულ ოპერაციაზე”. დაკავებული მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21-წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯეკ ტეიშეირაა. მედია ასევე არვცელებს, სავარაუდოდ, ტეიშეირას სახლთან სპეცოპერაციის დროს გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალასაც.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია