- მარტი 28, 2025
აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა (აშშ)
- თებერვალი 06, 2025
- , პოლიტიკა
აშშ-ში, სიეტლის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. ტოკიოდან სიეტლში ჩაფრენილი Japan Airlines-ის თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მანევრირებდა, როდესაც თვითმფრინავის ფრთა Delta-ს თვითმფრინავის უკანა ნაწილს გამოედო, რომელიც გაჩერებული იყო. სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე თვითმფრინავის მგზავრებს ბორტის დატოვება მოუწიათ. Delta 1921-ის რეისი პუერტო-ვალიარტას მიმართულებით უნდა გაფრენილიყო. თვითმფრინავში 142 მგზავრი იმყოფებოდა. ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.