ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ამინდი გურიაში- უახლოესი დღეების პროგნოზი


ამინდი გურიაში- უახლოესი დღეების პროგნოზი

გურიაში, 23 ივნისის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. „23 ივნისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +32-34 გრადუსი იქნება. 23 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან კი შავი ზღვიდან მოქმედი გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გამო მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე ხასიათის წვიმა დროგამოშვებით და ტემპერატურის დაკლება +24-26 გრადუსამდე“,_ ამბობს გვაზავა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია