- მარტი 28, 2025
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს
- იანვარი 10, 2021
- , პოლიტიკა
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი, მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს. პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყრიან კენჭს. აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება. „მუხლთა ზოგ ნაწილში, საუბარია საკმაოდ ხშირად ჩადენილი დანაშაულების ამნისტირებაზე - მაგალითად, როგორიცაა ნარკოდანაშაული, ეკონომიკური, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. არსებითი სიახლე არის ის, რაც პირველი მოსმენისას ითქვა: ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება სასჯელის განახევრება და მეოთხედით შემცირება. ამ მიმართულებებზე სამუშაო უკვე ჩატარებულია“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს, მეორე კი 5 იანვარს გაიმართა და ორივე შემთხვევაში, დეპუტატებმა დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.