ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„არ შემიძლია ინტერვიუ, ძალიან ვღელვიურობ!“ – მარგალიტები 2023 წლის გამოცდებიდან


„არ შემიძლია ინტერვიუ, ძალიან ვღელვიურობ!“ – მარგალიტები 2023 წლის გამოცდებიდან

თითქმის ერთთვიანი ციებ-ცხელება სახელწოდებით „გამოცდები 2023“ დასრულდა. გთავაზობთ მარგალიტებს 2023 წლის გამოცდებიდან. – რო გამოვალ აქ დამხვდები? – აბა, სად მამაჩემის მამასთან წავალ? – არ ინერვიულო, რა, დედი. – შენ არ ინერვიულო, თორე მე მკიდია. – ბიძაშენმა დარეკა, მოგიკითხა. – რაღა მიშავს. – საყურეებიც მოვიხსნა? – ნეტა უკვე ხვალ იყოს. – მესამე სნიკერსს ჭამ, შვილო, შაქარი აგიწევს. – სად გინდა, რომ მოხვდე? – რა მნიშვნელობა აქვს? რეგისტრაციის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შედის აბიტურიენტი ცენტრში: – ეს რა არხეინად მოსეირნობს, ამის გული და ნერვები მომცა. – ეს ფრჩხილები თქვენია? – ჩაგეცვა, შვილო, კაბა. დაემსგავსებოდი მოწაფეს. – ნაწნავზე თეთრი ბაფთაც ხომ არ გამეკეთებინა?! – ვეუბნებოდი ჩემს გოგოს, ისწავლე, დედიკო, შილაკი, ისე მომწონს გოგოები სალონებში რომ აკეთებენ, მაგრამ ამან იურიდიული აიჩემა! – ნეტა ჰარი პოტერი შედიოდეს (საგამოცდო პროგრამაში), მაგას ას ქულაზე დავწერდი! – ცოდონი არიან, ბავშვები, ამდენი მეცადინეობით თავები დაებერათ. – არ შემიძლია ინტერვიუ, ძალიან ვღელვიურობ! დაცვის თანამშრომლები აპლიკანტებს: – თაფლიანი წყალი დალიეთ დილით? – აბა, რომელი თემა გინდათ, რომ შეგხვდეთ, რომელზე ვაძლიერებთ ლოცვებს? – მოდი, ნუ გერიდება, მოდი! – ლიტრიანი წყალი შეიძლება? – ბალონებით შედიოდნენ, როგორ არა; – რა გაშინებს, სასაკლაოზე ხომ არ შედიხარ?! – წამოით, ბიჭო, მაქ დგომით რას შობით?! შევიდეთ და შეეჩვევით გარემოს. აპლიკანტი მასწავლებლის დიალოგი კოლეგა გამოსაცდელთან: – რამდენ საათიანია გამოცდა? – 4-საათიანი – რა ამბავია, დამაგვიანდება სოფლის მარშუტკაზე! – ჩემთან დარჩი, თუ ძმა ხარ, დრო არ შეამცირებინო! – ბოვშს დოვუბარე 6 საათამდე არ დაგინახო გარეთ-თქვა, რაცხას დაწერს, დაწერს. აგრილებულში მაინც გამოვა; – მშობლებიც გამოცდაზე ვართ, ვინ უფრო დიდხანს მეითმენს ტვალეტს; – მაყურებიეთ ჭიშკარზე, ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია; – ეზოში დაცვის გოგო რომ გამოდის, ხანდახან ჩემი მგონია და მაჟრიალებს. აბიტურიენტი ბიჭების თავსატეხი – ჯარი თუ ცოლის მოყვანა?! – საკონტრაქტოზე ვფიქრობ, მაგრამ უფასოდ მუშაობა არ მინდა; – ვინ დამტოვებს? არც ბრტყელი ტერფი მაქვს, არც დედისერთა ვარ, 4 და მყავს; – შეყვარებულიც რა ცუდ დროს დამშორდა?! – ცოლის მოყვანას ყველაფერი ჯობს, ბიჭო! – კონტროლიორად არ მამუშავო მარტო და ჯარშიც ვარ წამსვლელი! – ჩავაწყობ და მაინც არ წავალ! – გირჩი მოიფიქრებს რამეს; პედაგოგთა გამოცდებზე: – გაზიანი სასმლის შეტანა შეიძლება? – სასმლის კი და გაზის – არა. ცცცც – აი, ეს ხმა არ შეიძლება! – ახლა ისე მშია, ორ მასწავლებელს შევჭამდი!; – პედაგოგი, რომელმაც შეამჩნია, რომ ფოტოებს ვიღებდით – „მე წამშალეთ რა, გოგონა, არ იციან სახლში.“ – ბარგის ჩაბარებისას: რა ამბავია! დატოვა, ნეტა, სახლში რამე? მარგალიტები ინტერნეტიდან: – მოკლედ, რედაქტირებაში ხომ იყო ისნის ხიდი ერთგან. ჰოდა, ვერ ვიხსენებდი ისანის იყო თუ ისნის და გამახსენდა, რომ ისნის მეტრო ითქმის, ანუ იკვეცება. ჰოდა, ისანის ხიდი ისნის მეტროთი ჩავასწორე. – ჩემი შვილი გლდანელია, ვარკეთილში აბარებს გამოცდებს, ვარკეთილელები – გლდანში…რა საჭირო იყო ეს ექსკურსიები?! – ანუ, მშობლიურ ენაში რა პონტში უნდა გამომცადონ? – გამოვედი გამოცდიდან და ავედი ტრანსპორტში. აპლიკანტი ურეკავს მასწავლებელს და ეუბნება: მას, მითხარით, რომ განდეგილი ვაჟა-ფშაველამ დაწერა. ისმის მასწავლებლის განწირული კივილი – თავს მოვიკლავ ახლაო. – მე ის ადამიანი ვარ, დამატებით საგნად გეოგრაფიას რომ აბარებს და ტექსტის რედაქტირებაში ჰიდროელექტროსადგური შეცდომით დაწერა. – ვიღაც წერდა, ვაჟა თუ შემხვდა, ჩემს შვილს ალუდას დავარქმევო და მართლა შეხვდა. – ჩემმა მეგობარმა ბესიკ ხარაგაული ჩაწერა ბესიკ ხარანაულის ნაცვლად.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია