ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ხატია დეკანოიძისთვის მანქანის დაჯახება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა


არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ხატია დეკანოიძისთვის მანქანის დაჯახება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძისთვის მანქანის დაჯახება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე მაშინ მოხდა, როცა ენმ-ის წევრი ჟურნალისტებს სატელევიზიო კომენტარს ეძებდა, _ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. _ მიზანმიმართულად, დაგვინახა თუ არა, წამოვიდა ეს. მე არ ვიცი, ვინ არის. არ ვიცი აქ ცხოვრობს, იქით ცხოვრობს მოშორებით მაგრამ აშკარად ისეთი ზემოქმედებით მართავდა მანქანას და შემდეგ, რომ ვუთხარი, რომ პატრულს გამოვიძახებდი, თქვა, რომ არ ეშინია პატრულის და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას ერთად. წარმოუდგენელია... ეს არის ზუსტად იმ ზიზღის შედეგი, რომელსაც "ქართული ოცნება" აფრქვევს და ამათზე დგას "ქართული ოცნება, - ამბობს დეკანოიძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია