- მარტი 28, 2025
აშშ აჩერებს უკრაინასთვის სამხედრო დახმარებას – თეთრი სახლი
- იანვარი 13, 2024
- , პოლიტიკა
აშშ-ს დახმარების მიწოდება უკრაინასთვის ამჟამად შეჩერებულია, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე. ”ჩვენი დახმარება ახლა შეჩერებულია”, - თქვა კირბიმ და აღნიშნა, რომ „შეტევები, რომლებსაც რუსები უკრაინაზე ახორციელებენ, მხოლოდ იზრდება. ახლა კი, ისინი იყენებენ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს თავიანთი ბინძური სამუშაოს შესასრულებლად. ასე რომ, - საჭიროება მწვავეა ახლა, განსაკუთრებით ზამთრის ამ თვეებში". აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 27 დეკემბერს გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების უახლესი ტრანში, საერთო ჯამში 250 მილიონი დოლარი. ეს დახმარების პაკეტი საბოლოო გახდა, რადგან 6 დეკემბერს, უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების დაფინანსების შესახებ კანონპროექტმა, დაახლოებით 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, ვერ მიიღო პროცედურული კენჭისყრა აშშ-ს სენატში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის რესპუბლიკელთა მოთხოვნების გამო.