- მარტი 28, 2025
აშშ-მ ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა
- მარტი 02, 2021
- , პოლიტიკა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სანქციები მიზნად ისახავს შვიდ რუსი მაღალჩინოსანს და 14 სუბიექტს, რომლებიც მონაწილეობენ ქიმიური წარმოების პროცესში. ამის შესახებ აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს ჟურნალისტებს. მათი თქმით, აშშ-ს სადაზვერვო მონაცემებმა დაასკვნა, რომ გასულ წელს ციმბირში ნავალნიზე თითქმის ფატალური თავდასხმის უკან დგას რუსეთის მთავრობა.