- მარტი 28, 2025
აშშ-ს სამხრეთ ნაწილში შტორმმა 8 ადამიანი იმსხვერპლა და ჩრდილოეთით მიემართება
- აპრილი 15, 2019
- , პოლიტიკა
ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ The Nbcnews ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში შტორმის შედეგად დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. შტორმმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა შენობა-ნაგებობები, ათი ათასობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. სინოპტიკოსების ცნობით, შტორმი ჩრდილოეთით მიემართება.