ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა


ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაგეგმილზე უფრო ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იყო ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის გავლით.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია