ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გაძარცვეს


ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გაძარცვეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში „ტოიტა პრიუსის“ მარკის რამდენიმე ავტომობილი გატეხეს და გაძარცვეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ სავარაუდო მძარცველები, როგორც სათვალთვალო კამერებში ჩანს, არასრულწლოვნები არიან. ავტომობილებს დამსხვრეული აქვს მინები, საიდანაც კარის გაღებას ცდილობდნენ. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. წყარო: აჭარა ტვ



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია