- მარტი 28, 2025
ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
- სექტემბერი 24, 2023
- , პოლიტიკა
უბედური შემთხვევა მოხდა ბაგებში, 2 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა,_ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც აივნის გისოსებიდან გაძვრომა მოახერხა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.