ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბახმაროში მიმავალ ადამიანებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ


ბახმაროში მიმავალ ადამიანებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

ბახმაროში მიმავალ 8 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მათი ნაწილი დასასვენებლად დილას, ნაწილი კი შუადღის საათებში მიდიოდა. ვირუსის დადასტურების შემდეგ კი დაბრუნება სახლებში მოუწიათ. „ბახმაროში ბინების მეპატრონეები გაფრთხილებულები გვყავს, რომ არ უნდა შეუშვან დამსვენებელი კორონავირუსზე ტესტის გაუკეთებლად. გაიტესტნენ და დაუდასტურდათ ვირუსი. გაბრუნდნენ სახლებში“,_ ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია