- მარტი 28, 2025
ბელორუსიდან უკრაინის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ოთხი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს
- თებერვალი 24, 2022
- , პოლიტიკა
ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზალუჟნი წერს. მისი ინფორმაციით, რაკეტები უკრაინის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით იყო გაშვებული. მსხვერპლის ან შესაძლო ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა. [sexy_author_bio]