ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბოდრუმთან ჩაძირული ნავიდან 8 ადამიანი გადაარჩინეს, 1 დაიკარგა


ბოდრუმთან ჩაძირული ნავიდან 8 ადამიანი გადაარჩინეს, 1 დაიკარგა

თურქეთში, ეგეოსის ზღვაში ნავი ჩაიძირა. DAILY SABAH-ის ინფორმაციით, თურქეთის სანაპირო დაცვამ 8 ადამიანის გადარჩენა შეძლო, 1 კი დაიკარგა. დაკარგული ადამიანის პოვნას როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო გზით ცდილობენ. როგორც ცნობილია, შემთხვევა ბოდრუმთან ახლოს მოხდა. ნავით არალეგალი მიგრანტები გადაადგილდებოდნენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია