ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბორელი: მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება- მსოფლიო სასურსათო დაუცველობას განიცდის


ბორელი: მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება- მსოფლიო სასურსათო დაუცველობას განიცდის

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრით და ომით მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება. „მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით - უკრაინელი ხალხი იბომბება რაკეტებითა და იარაღით, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას და შედეგად ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. შეიძლება ითქვას, რომ ომი დედამიწაზე ყველას ეხება. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ეს ყველას ეხება“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ხელს შეუწყობს უკრაინისთვის საერთაშორისი მხარდაჭერას. "ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინის დაცვით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, - განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია