- მარტი 28, 2025
ბრაკონიერმა შველი მოკლა
- ნოემბერი 22, 2024
- , პოლიტიკა
უკანონო ნადირობის ფაქტი ქვემო ქართლში. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ ბრაკონიერმა შველი მოკლა. სამართალდამრღვევს თან ჰქონდა ორი გლუვლულიანი სანადირო იარაღი. "სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5 ათასი ლარია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე",_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში.