ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბრძნული გამონათქვამები


ბრძნული გამონათქვამები

„ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს უგემური მიშტერება, კარგ ჩაის ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს - ცუდი მკითხველი." - კონსტანტინე გამსახურდია. „ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში," - კონსტანტინე გამსახურდია. „თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე ის," - ნაპოლეონი. „ვისაც საკუთარი აზრი არა აქვს, იგი ყოველთვის უპირისპირდება სხვის აზრს," - ჟან დელაბერი. „ისტორია რომანია, რომელსაც უჯერებენ ხოლმე, რომანი კი ისტორიაა, რომელსაც არ უჯერებენ," - ბალზაკი „თუ გსურს, ცხოვრება შეიმსუბუქო, საქმეში მთელი მონდომება ჩააქსოვე." - რემარკი. „წარმატებისთვის არ არის აუცილებელი ყველაზე ჭკვიანი იყო, საჭიროა, უმრავლესობაზე ერთი დღით სწრაფი აღმოჩნდე." - სტილარდი. „ცხოვრება - ეს არ ნიშნავს სუნთქვას.ეს ნიშნავს მოქმედებას. იცხოვრა არა იმან, ვინც ხანგრძლივად იცოცხლა, არამედ იმან, ვინც მეტად შეიგრძნო ეს ცხოვრება," - რუსო. „არავინ იცის თუ რა ძალის პატრონია, სანამ ის მას არ გამოიყენებს," - აუერბახი. „ადამიანების უმეტესობა იმდენად დათრგუნულია თავისი ყოფით, რომ ოცნებებშიც კი ვერ ახერხებს ჯადოსნური წრის გარღვევას," - ვოვენარგი. „ერთადერთი სიამოვნება ცხოვრებაში - ესაა განუწყვეტელი მისწრაფება წინ," - ზოლა. „სასიყვარულო ომში იმარჯვებს ის, ვინც პირველი გარბის ბრძოლის ველიდან," - ფულერი. „სულელი მთელ სიცოცხლეს გაატარებს ბრძენის გვერდით და ოდნავადაც ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას, ისევე, როგორც კოვზი ვერასოდეს გაიგებს საჭმლის გემოს," - კონფუცი. „უბედურება მჭედლის ჩაქუჩივითაა, ის დამანგრეველიცაა და ბედის გამომჭედელიც," - ბოევი. „ჯობია, აკეთო არაფერი, ვიდრე არ აკეთო არაფერი," - ადლერი. „წვეთი ქვას ძალით კი არ ხვრეტს, არამედ ხშირი დაცემით," - შეფერი. „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია," - ილია. „თვითსწავლას მიჰყავით ხელი, სანამ ჭკუა ცხოვრებას არ უსწავლებია," - სპენსერი. „ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი - ყველაფერი," - ლაროშფუკო. „ვისაც მარტოსულობა არ უყვარს, მას არც თავისუფლება უყვარს," - შოპენჰაუერი. „ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება," - ჰემინგუეი. „ცხოვრებაში, რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ სულ პატარა დაიბადე," - კონსტანტინე გამსახურდია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია