- მარტი 28, 2025
ბრიტანეთი უკრაინას ცოცხალი ძალით და შეიარაღებით ეხმარება
- იანვარი 21, 2022
- , პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო იარაღის 2000 ერთეული და 30 ელიტური სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა. ბრიტანელი ჯარისკაცები უკრაინელ სამხედროებს შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ, _ ამის შესახებ Sky News იუწყება. ბრიტანეთის არმიის სპეცოპერაციების ახალი ბრიგადის _ რეინჯერების პოლკის მებრძოლები უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებით გაფრინდნენ. ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებს მთელი კვირის განმავლობაში უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ჩააქვთ.