ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ცესკო: 12:00 საათისთვის აქტივობა 22.22%-ია


ცესკო: 12:00 საათისთვის აქტივობა 22.22%-ია

ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 776 726 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 22.22%-ია. რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი - 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი - 20 903; ქვემო ქართლი - 83 448; შიდა ქართლი - 51 522; სამცხე-ჯავახეთი - 31 651; რაჭა ლეჩხუმი - 9 096; იმერეთი - 113 536; გურია - 21 748; აჭარა - 62 876. საარჩევნო უბნები დილის 8 საათისთვის გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი საღამოს 20 საათამდე გაგრძელდება. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია