ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„ჩამოსულები არიან დაინფიცირებულები“- ეპიდვითარება ოზურგეთში


„ჩამოსულები არიან დაინფიცირებულები“- ეპიდვითარება ოზურგეთში

ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ გასულ 24 საათში კორონავირუსზე ჩატარებული 407 ტესტიდან დადებითი 38-ია. „ინფიცირების შემთხვევები სხვადასხვა სოფლებში ვლინდება. ძირითადად ჩამოსულები არიან დაინფიცირებულები“,_ გვითხრა ქუტიძემ. ქუტიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთში კოვიდინფიცირების 160 შემთხვევაა აქტიური, საიდანაც 35 პაციენტი კოვიდკლინიკებში მკურნალობს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია