ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ჩემს კითხვებზე ხელისუფლების მომხრეთა პასუხი იყო გამაოგნებელი” – სანდრო ბრეგაძე


“ჩემს კითხვებზე ხელისუფლების მომხრეთა პასუხი იყო გამაოგნებელი” – სანდრო ბრეგაძე

“გუშინ ჩავატარე გამოკითხვა ხელისუფლების მხარდამჭერებში , კითხვა იყო მარტივი – ვინმეს გჯერათ რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე პატიოსანი მოსამართლეებია! ერთი კითხეთ ქართულ ოცნებას – რატომ არ გაუშვა ეს სააკაშვილის ნაც-მოსამართლეები 2012 წელს! რატომ ჩაიხუტა და დააწიანაურა სანდრო გვირგვლიანის, სულხან მოლაშვილის , ბუტა რობაქიძის საქმეების მოსამართლეები?! ჩემს კითხვებზე ხელისუფლების მომხრეთა პასუხი იყო გამაოგნებელი – ყველა აცხადებს რომ სასამართლო და მოსამართლეები არიან დამნაშავეები! დიახ – აბსოლიტურად ყველა ოცნების მომხრე ანუ 100% აღიარებს რომ მურუსიძე – ჩინჩალაძე უსამართლო მოსამართლეებია! მაგრამ მმართველი ელიტის მიერ შემოგდებული ნარატივიც გამაოგნებელია – “ კი არიან მურუსიძე-ჩინჩალაძე დამნაშავე მოსამართლეები , მაგრამ ამერიკის ჭკუაზე არ უნდა გავიაროთო “! როგორ აშტერებენ ხალხს – ყველაფერში სოროსის დაკრულზე ცეკვავდა კობახიძე-მდინარაძე და თურმე მარტო მურუსიძის ნაწილში გაუჯიქდნენ ამერიკელებს , მურუსიძე ყოფილა ერის სინდისი! სასაცილოა – სატირალი რომ არ იყოს! რა შუაშია ამერიკა ან რუსეთი ?! სააკაშვილი ყველა სიბინძურეს ხომ ამ მოსამართლეების ხელით აკეთებდა?! თუ ვინმეს გჯერავთ კობახიძის მიერ ნათქვამი იმ იდიოტიზმის , რომ მიშას დროს ცუდები იყვნენ და ოცნების დროს გაპატიოსნდნენ ეს მოსამართლეებიო. ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით ვინც არიან ესენი , ჩვენ ხომ ჩვენი თვალით ვხედავთ რომ ამათი ხელით მოისპო სამართალი , ჩვენ ხომ დარწმუნებულები ვართ მათ არაპატიოსან მოღვაწეობაში?! მურუსიძე – ჩინჩალაძე დეპოში კი არ მუშაობენ , ადამიანების ბედს წყვეტენ , სიცოცხლეს უმწარებენ პატიოსან ხალხს , მართალი მტყუანად გამოყავთ , მტყუანი მართლად , უდანაშაულოს ციხეში უშვებენ , დამნაშავეს ათავისუფლებენ?! ამერიკის გარეშე რა არ ვიცით ეს საშინელება?! უცოდინარი ექიმი და არასამართლიანი მოსამართლე ერთი რანგის დამნაშავეა , ორივე სიცოცხლეს უსპობს ადამიანს! კი ბატონო – ნუ მოუსმენთ ბლინკერს , საკუთარ სინდისს მოუსმინეთ – ნუთუ არ მოგბეზრდათ უსამართლობაში ცხოვრება, როდესაც ვიღაც მურუსიძეს ჩაქუჩის ერთი დარტყმით შეუძლია ცხოვრება დაგინგრიოთ, პატიოსანი კაცი ციხეში გაგიშვათ , ვიღაც მევახშეს თქვენი სახლი მიანიჭოს და ღია ცის ქვეშ დაგტოვოთ ?! ერთი წუთით წარმოიდგინეთ – რა ბედნიერებაა , როდესაც სასამართლოში მიხვალთ , სამართალს იპოვით , ვერავინ დაგჩაგრავთ – ნუთუ არ გინდათ ასეთი ღირსეული ცხოვრება?! ნუ აყვებით ამ საშინელ პიარს – “ მურუსიძე – ჩინჩალაძე ცუდი კი არის, მაგრამ ამერიკას ვინ კითხავსო “ , ხოდა თუ არ კითხავს – თქვენ რასაც ფიქრობთ ის გააკეთეთ , აღადგინეთ სამართალი და მოაშორეთ ეს სიმსივნე ჩვენს დალოცვილ ქვეყანას! P.S. ყველას კარგად გვახსოვს ცხონებული ირინა ენუქიძის ცრემლიანი თვალები , როდესაც სანდრო გვირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარეს – იმ უკანონო ვერდიქტის გამომტანი მოსამართლე მურუსიძე იყო , მაშინ სააკაშვილის-მერაბიშვილის, ადეიშვილის და ახალაიების ნების უტყვი შემსრულებელი!” _ წერს სოციალურ ქსელში ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია