ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩოხატაურელ კიკბოქსინგელთა  შედეგები საერთაშორისო  ტურნირში


ჩოხატაურელ კიკბოქსინგელთა  შედეგები საერთაშორისო  ტურნირში

18-19 ივნისს ქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის“ სპორტსმენები: დემეტრე კუტალაძე და თემურ ახალაძე (36კგ და 57კგ), მწვრთნელი კინკბოქსინგის სპორტის ოსტატი, შავი ქამრის I დანის მფლობელი გივი გოგუაძე. პროფესიონალ კიკბოქსინგელთა შორის გამართულ ბრძოლაში თავი გამოიჩინა დემეტრე კუტალაძემ, რომელმაც დამაჯერებლად მოუგო სომეხ სპორტსმენს და საჩემპიონო ქამარი, მედალი და დიპლომი დაისაკუთრა. ასევე დამაჯერებლად იასპარეზა ახალბედა თემურ ახალაძემ, მაგრამ არა საკმაო გამოცდილების გამო, ვერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია