ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩოხატაურში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან


ჩოხატაურში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიამ დაბასა და სოფლებს ზიანი მიაყენა. როგორც მერიაში აცხადებენ, უხვმა ნალექმა სოფლებში დააზიანა შიდა სასოფლო გზები, წარმოშვა მეწყრული ზონები. "დაბაში, მდინარე ორპირას კალაპოტთან, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, წაიქცა ხეები. მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მუნიციპალიტეტის მერმა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოინახულა სტიქიის ზონები. სტიქიის შემსწავლელი კომისია ადგენს ზარალის ოდენობას",_ ამბობენ მერიაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია